სანკტ-პეტერბურგი მსოფლიოში ყველაზე კულტურულ ქალაქად აღიარეს. რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქს World Travel Awards-მა ყველაზე კულტურულ-შემეცნებითი ტურისტული დანიშნულებისთვის სპეციალური პრემია მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე კულტურული ქალაქის ტიტულისთვის ასევე პეკინი, ლონდონი, ნიუ-იორკი, პარიზი, რიო, რომი, სიდნეი და ვენეციაც იბრძოდნენ.
შეგახსენებთ, რომ world travel awards-ის პრემია ტურიზმის „ოსკარად“ ითვლება და მას მოგზაურთა მოსაზრებების მიხედვით ადგენენ.
წლევანდელი რეიტინგი კი 1,2 მილიონი ადამიანის გამოკითხვის შედეგად შედგა.