LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანელები მასობრივ ტურიზმს ქუჩაში გამოსვლით აპროტესტებენ

23

ბარსელონაში მომიტინგეებმა ტურისტულ ავტობუსებს გზა გადაუკეტეს.

როგორც ჩანს, ესპანელებს სხვა გზა აღარ დარჩათ და მასობრივ ტურიზმს უკვე ქუჩაში გამოსვლით აპროტესტებენ. აქცია კი ერთდროულად ქალაქის 6 წერტილში დაიწყო და საბოლოოდ ცენტრალურ მოედანზე დასრულდა.

ბარსელონას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს, ეს კი ადგილობრივების ცხოვრებაზე ნეგატიურად აისახება. ყველაზე ტურისტულ უბნებში ფასები საშუალოზე მაღალია, რაც უძრავ ქონებასთან ერთად საკვებსა თუ სხვა საჭიროების ნივთებსაც ეხება. გარდა ამისა, ქუჩებში სისუფთავის დაცვაც საკმაოდ რთულია. ამიტომ, ბარსელონელები ტურისტების როადენობის შეზღუდვას და ცხოვრების ნორმალურ პირობებს ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები