LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მის შვედეთმა“ ვარჯიშის დროს შტანგად მამაკაცი გამოიყენა

16

„მის შვედეთმა“ ვარჯიშის დროს შტანგად მამაკაცი გამოიყენა. „მის ინტერნაციონალს“-ის მონაწილე 24 წლის ფიტნეს მოდელი კატარინა კონოუ არაჩვეულებრივ ფორმაშია, ამიტომ გადაწყვიტა, რომ განსხვავებული ვარჯიში გაეკეთებინა.

საინტერესოა, რომ მამაკაცი, რომელიც შტანგის როლს ასრულებს – 82 კგ-ს იწონის, თუმცა კატარინას ამან ხელი ნამდვილად ვერ შეუშალა.

მოდელმა ვარჯიშს ვიდეო გადაუღო და ქსელშიც ატვირთა. კლიპი უკვე 19 ათასმა მომხმარებელმა ნახა.

რაც შეეხება „მის ინტერნაციონალს“-ს ის 1960 წლიდან ამერიკაში ტარდებოდა, 1967 წლის შემდეგ კი ლოკაცია შეიცვალა და, როგორც წესი, მსოფლიოს ულამაზეს ქალბატონებს იაპონიაში ირჩევენ ხოლმე.

https://www.instagram.com/p/BNBFaBlglSC/?hl=ru

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები