ბელა ჰადიდი, უფროსი დის მსგავსად, თამამი ფოტოების მოყვარული აღმოჩნდა. თავის „ინსტაგრამზე“ 20 წლის მოდელმა შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წელს ზემოთ შიშველია გამოსახული. ფოტოს მან კომენტარის სახით დააწერა, რომ აღნიშნული სურათი საიდუმლო პროექტის ნაწილია, რომლის დეტალებიც ამ დროისთვის არ ხმაურდება.
დამატებითი ინფორმაციის გაჟღერებისგან მან თავი შეიკავა და ცოტა ხანში ფოტოც წაშალა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში ბელამ ამავე საიდუმლო პროექტის სხვა ნახევრად შიშველი ფოტო გააზიარა.