აუქციონის სახლი RM Sothebys გასაყიდად სპორტული ავტომობილების უნიკალურ კოლექციას გაიტანს. ყველა მათგანი წინათ ერთი ადამიანის საკუთრება იყო, რომელსაც მთავრობამ ჩამოართვა. თუ ვინ იყო ეს ადამიანი, არ სახელდება.
კოლექციაში 44 Ferrari, 72 – Porsche, 62 – Jaguar, 34 – Alfa Romeo, 29 – Lancia, 23 – Maserati, 18 – Ford და 17 – Mercedes-Benz-ია.
ბიზნესმენის ავტოფარეხში უნიკალური ავვტომობილებიც არის, მაგალითად: Ferrari 275 GTB/6C, Maserati MC12 და Ferrari F40.
ათმა ადამიანმა სამი კვირა კატალოგის შედგენისთვის ფოტოების გადაღებას მოანდომა. ავტომობილების ტრანსპორტირებისთვის კი ვენეციიდან მილანამდე ასი სატვირთო ავტომობილი გამოიყენეს. ვაჭრობა 25-27 ნოემბერს შედგება.