LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონია სენიორებს შორის

14

ქართველმა მოჭადრაკემ, საერთაშორისო დიდოსტატმა ნონა გაფრინდაშვილმა იტალიის ქალაქ აკვი ტერმეში მიმდინარე სენიორების 25-ე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა და 74 წლის ასაკში 65 წელს ზევით ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ბოლო ტურში, ის ქართველ მოჭადრაკეს თამარ ხმიადაშვილს შეხვდა. პარტია ფრედ დასრულდა, თუმცა ნონა გაფრინდაშვილისთვის ეს ფრე საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქულათა რაოდენობით პირველ ადგილზე გასულიყო.

ჩემპიონატი 10 ნოემბერს გაიხსნა და 21 ნოემბერს დასრულდა.
65 წელს ზევით მოთამაშეთა შორის პირველობისთვის 10 მოჭადრაკე იბრძოდა, ორი მოჭადრაკე ქალი საქართველოდან, ოთხი – რუსეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან.

ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში (1962; 1965; 1969, 1972).

მეხუთეჯერ ჩემპიონი 1975 წელს გახდა, როცა ქართველი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია დაამარცხა (8,5:3,5). ტიტული დათმო ასევე ქართველ მოჭადრაკესთან მაია ჩიბურდანიძესთან 1978 წელს (6,5:8,5).

საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ქალთა შორის მან 1976 წელს მოიპოვა, 1978 წელს ჭადრაკის ისტორიაში პირველად მამაკაცთა შორისაც.

ნონა გაფრინდაშვილი ასევე არის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის ჩემპიონი.

 

gaprindashvili01

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები