LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 წლის ბიჭმა სამ სანომრე ნიშანში 5,5 მილიონი დოლარი გადაიხადა

40

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 11 წლის ბიჭმა სამი სანომრე ნიშანი იყიდა, რომელებშიც 5,5 მილიონი დოლარი გადაიხადა. აუქციონი აბუ-დაბის პოლიციის მთავარმა სამმართველომ მოაწყო. პორტალი ”Almuraba” წერს, რომ ბიჭუნამ, სახელად აბდულამ საავტომობილო ნომრები გადაყიდვის მიზნით შეიძინა.

აბდულამ არჩევანი ციფრებიან სარეგისტრაციო ნომრებზე შეაჩერა: ”11”, ”1111” და ”7”. ეს უკანასკნელი არაბეთში განსაკუთრებით ძვირფასია, რადგან სახელმწიფო სწორედ შვიდ საემიროს აერთიანებს. სწორედ აღნიშნული ნომერი გაიყიდა ყველაზე ძვირად – მასში ბიჭუნამ 3,6 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ღირებულებით მეორე ადგილი ორმა ერთიანმა დაიკავა, რომელშიც აბდულამ 270 000 დოლარი გაიღო.

პატარა ასაკის გამო აბდულას ავტომობილის ლეგალურად მართვა არ შეუძლია, ეს კი ნიშნავს, რომ ვერც შეძენილ სანომრე ნიშნებს გამოიყენებს. ამიტომაც, ჭკვიანმა ბიჭმა გადაწყვიტა სარეგისტრაციო ნიშნები როდესაც გაიზრდება, შემდეგ გაყიდოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები