LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გაიტანა ყველაზე ლამაზი გოლი

24

კატალონიის ”ბარსელონას” ფეხბურთელები, ლიონელ მესი და ნეიმარი ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზის მოგების ათ პრეტენდენტს შორის მოხვდნენ. ფიფამ წლის საუკეთესო გოლების სია გამოაქვეყნა, ამ სიაში კი შესულია 2015 წლის 30 სექტემბრიდან 2016 წლის 30 სექტემბრამდე გატანილი გოლები.
ნომინანტთა სრული სია ასე გამოიყურება:

ნეიმარი (ბარსელონა) – 08.11.2015 (ესპანეთის ჩემპიონატი,”ვილიარეალის” კარში);

მარლონი (კორინთიანსი) – 21.04.2016 (ლიბერტადორესის თასი, ”კობრესალას” კარში);

ჰელ რობსონ-კანუ (უელსი) – 01.07.2016 (ევრო 2016, ბელგიის ნაკრების კარში)

დანიუშკა როდრიგესი (ვენესუელის 17 წლამდელთა ნაკრები) – 14.03.2016 (სამხრეთ ამერიკის ქალთა ჩემპიონატი U17, კოლუმბიის ნაკრების კარში);

სიმონ სკრაბი (ეფლე)-31.10.2015 (შვედეთის ჩემპიონატი,”ოტვიდაბერგის” კარში);

ლიონელ მესი (არგენტინა) – 21.06.2016 (კოპა ამერიკა 2016, აშშ-ს ნაკრების კარში);

საულ ნიგესი (ატლეტიკო) – 27.04.2016 (ჩემპიონთა ლიგა, ”ბაიერნის კარში);

ფაიზ სუბრი (პულაუ პინანგი) – 16.02.2016 (მალაიზიის ჩემპიონატი,”პაჰანგას” კარში);

ჰლომფო კეკანა (სამხრეთ აფრიკა) – 26.03.2016 (აფრიკის ერთა თასი, კვალიფიკაცია. კამერუნის ნაკრების კარში);

მარიო გასპარი (ესპანეთი) – 13.11.2015 (ამხანაგური მატჩი, ინგლისის ნაკრების კარში)

 
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული უნგრელი ფეხბურთელის სახელობის პრიზით წლის საუკეთესო გოლის ავტორები 2009 წლიდან ჯილდოვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები