LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამელი მშენებელი სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა

25

ამსტერდამელი მშენებელი სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა და რამდენიმე დღეში სამოდელო კონტრაქტიც გააფორმა. ჰოლანდიელი ნიკი ლიბერტის ცხოვრება ქუჩაში გამვლელმა უცნობმა მთლიანად შეცვალა. მან ქუჩაში მომუშავე ყმაწვილი ერთი შეხედვით შეამჩნია, ფოტო გადაუღო და ქსელშიც ატვირთა. სულ მალე ფოტოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა და ნიკის თაყვანისმცემელ გოგონათა არმიაც გაუჩნდა.

ეს აჟიოტაჟი არ გამორჩენია არც სამოდელო სააგენტო Elite-ს და მათ მშენებელს თანამშრომლობა შესთავაზეს. ხოლო, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ჟიზელ ბუნდჰენი, ლარი სტოუნი და სინდი კროუფორდი სწორედ Elite-ის აღმოჩენილია, მაშინ ლიბერტსაც დიდი წარმატება ელოდება. რაც შეეხება თავად ამ ისტორიის მთავარ გმირს, მას თავი სიზმარში გონია და ძველი სამსახურის დატოვებას ჯერჯერობით არ ჩქარობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები