LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილები, რომლებიც საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვიან – ყველაზე მასშტაბური კონკურსის ჟიურიმ ფინალისტები დაასახელა

23

”წლის ჩრდილოამერიკული მსუბუქი, ყველგანმავალი და უტილიტარული ავტომობილის” კონკურსის ორგანიზატორებმა ფინალისტები დაასახელეს. გამარჯვებულები მომავალი წლის დასაწყისში, დეტროიტის მოტორ შოუზე გამოვლინდებიან.

”წლის საუკეთესო მსუბუქი ავტომობილის” წოდებისთვის კომპაქტური ელექტროქარი ”Chevrolet Bolt” და სედანები ”Genesis G90” და ”Volvo S90” იბრძვიან.

კატეგორიაში ”წლის პიკაპი” პრეტენდენტები არიან ”Ford F-Series”, ”Honda Ridgeline” და ”Nissan Titan”.

რაც შეეხება კატეგორიას ”წლის უტილიტარული ავტომობილი” პირველი ადგილისთვის ერთმანეთს ”Chrysler Pacifica”, ”Jaguar F-Pace” და ”Mazda CX-9” შეეჯიბრებიან.

ფინალისტები 43 პრეტენდენტიდან შეარჩიეს. კონკურსის ჟიურიში 60 ექსპერტი და ამერიკული საავტომობილო მედიის წარმომადგენელი შედის. წელს ჟიურიმ პირველად მიიღო გადაწყვეტილება, ფინალისტები კატეგორიების მიხედვით დაეყო.

გასულ წელს გამარჯვება ”Honda Civic”-მა და ”Volvo XC90”-მა მოიპოვეს, ორი წლის წინ კი ”Volkswagen Golf”-მა და”Ford F-150”-მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები