ბრიტანელმა მეცნიერებმა იმ ადამიანების კატეგორია დაადგინეს, ვისაც წარმატების მიღწევის ყველაზე დიდი შანსი აქვთ. მათი აზრით, ყველაზე წარმატებულთა კატეგორიას ამბივერტები მიეკუთვნებიან, ანუ ისინი, ვინც საკუთარ თავში ინტროვერტისა და ექსტროვერტის თვისებებს აერთიანებენ. ასეთ ადამიანს ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია ადაპტირება და პროფესიონალურ სფეროში წარმოქმნილ სირთულეებსაც მარტივად და შფოთვის გარეშე უყურებს. გარდა ამისა, ამბივერტი ყველაფერში კომპრომისს ეძებს, აქვს მოთმინება და საკმაოდ რბილი ხასიათი.
ამგვარი თვისებები ნამდვილად არ ნიშნავს უნებისყოფობას. ამ კატეგორიის ადამიანებს ყოველთვის შეუძლიათ საკუთარი ზარისა და პოზიციის დაცვა, თუმცა ამას ნაკლები ემოციითა და ხმაურით აკეთებენ.
ექსპერტების მტკიცებით, მოღვაწეობის სფეროს შერჩევისას, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით, რადგან პროფესია ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე. პროფესიონალურად რეალიზებისთვის, თავისუფლად შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალურ ტესტებს ან გაიაროთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან.