LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებულმა VW Golf-მა ჟესტების ენა ისწავლა

27

Volkswagen-მა ოფიციალურად წარმოადგინა განახლებული ჰეთჩბექი – Golf-ი. მოდელმა 1.5 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი გამწევი მიიღო. ავტომობილის ინტერიერი სპეციალური, ციფრული პანელითაა აღჭურვილი.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილის მთავარი სისტემის მართვა ჟესტებითაც შესაძლებელია. მოდელს გააჩნია დიოდური ფარები, ახალი მულტიმედიური სისტემა და სენსორული ღილაკები.  ჟესტებით მართვის შესაძლებლობა პირველად ნაჩვენები იქნება კონცეპტ-ქარის Golf R Touch-ის მაგალითზე.

Golf-ის ოჯახმა მიიღო დიზაინის კოსმეტიკური განახლებაც. ახალ ,,ლამაზმანში’’ შეცვლილი ფარები და ბამპერები. გარდა ამისა, რადარი გახდა გაცილებით ადვილად ადაპტირებადი. შეცვლილია კრუიზ-კონტროლის სისტემა და რადიატორი.

ევროპული ბაზრისთვის განახლებული VW Golf-ის გაყიდვები სავარაუდოდ შემდეგი წლის აპრილში დაიწყება.