LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის პოლიციამ კანონდამრღვევი მძღოლი ანთებული ფარებით დასაჯა

21

ჩინეთის პოლიციამ კანონდამრღვევი მძღოლი ანთებული ფარებით დასაჯა. „სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ქალაქ შენძენის კანონდამცველებს ახალი ტაქტიკა აქვთ. ის მძღოლები, ვინც სხვებს შორი განათების ფარებით აბრმავებენ, ამიერიდან განსაკუთრებულად დაისჯებიან. მძღოლს ფარებანთებული ავტომობილის წინ დასვამენ და მას რამდენიმე წუთის განმავლობაში გაუნძრევლად ჯდომა მოუწევს. ამას ადასტურებს ქსელში გავრცელებული ფოტოც, სადაც ჩინელ მძღოლს სწორედ ამ ტაქტიკით აწამებენ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში შორი განათების ფარების მუდმივად ჩართვა აკრძალულია და 300 იუანით ჯარიმდება.

Chineti

Chineti 1

Chineti 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები