LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nissan-მა ახალი ჰიბრიდი წარმოადგინა

31

კომპანია Nissan-მა ახალი ჰიბრიდის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მოდელი წარმოდგენილია სპეციალური სისტემით – e-Power. აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდული მოდელის სახელწოდებაა Nissan Note და იგი წარმოდგენილია 109 სიმძლავრის ელექტროაგრეგატით, რომელიც ლი-აიონ ბატარეებზე მუშაობს.

ახალ ჰიბრიდში შეცვლილია ენერგომოხმარების სისტემა. ბატარეები გახდა გაცილებით კომპაქტური და წარმადი. მოდელის ელექტროგამწევი, მანამდე მწარმოებლის სხვა ავტომობილში – Nissan Leaf-შიც იქნა გამოყენებული.

ახალ ჰიბრიდში ასევე წარმოდგენილია 79 ცხენის ძალის სიმძლავრის 1.2 ლიტრიანი, სამცილინდრიანი ბენზინის აგრეგატი. ბატარეები განლაგებულია წინა სავარძლების ქვეშ, ყველა სხვა კომპონენტი – ელექტროძრავი, გენერატორი, ინვერტორი და ა.შ. განთავსებულია ერთ ბლოკში.

როგორც აღნიშნავენ, ახალი მოდელი – Nissan Note 19000 აშშ დოლარი ეღირება და იგი თავდაპირველად იაპონიის ავტობაზარზე გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები