LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოგება აქვს Google-ს თითო სმარტფონის გაყიდვისას?

15

IHS Markit-ი ესა არის კომპანია, რომელიც გაჯეტების და სხვადასხვა მოწყობილობების თვითღირებულებას ითვლის და ახდენს მის ფასთან შედარებას.

წელს, მთელი მსოფლიოს High-Tech-ის მოყვარულები დიდი ოვაციებით შეხვდნენ Google-ის საავტორო პროდუქტის Pixel-ისა და Pixel XL-ის გამოჩენას. ამდენი ხნის მანძილზე, Google-ი გამოირჩეოდა შედარებით მისაღებ ფასიანი პროდუქტებით, როგორებიც Nexus–ის კლასი იყო.

მატერიალისა და ფინალური მოწყობილობის თვითღირებულება არასოდეს განსხვავდებოდა ერთმანეთისგან იმდენად, რომ პროდუქტი მხოლოდ მოგებაზე ყოფილიყო გათვლილი, თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკული IT გიგანტის პრიორიტეტები შეიცვალა.

აღმოჩნდა, რომ გუგლის ტელეფონების აწყობისთვის საჭირო მატერიალი და საბაზისო ბიუჯეტი iPhone 7 Plus-ისა და Galaxy S7 edge-ის თანაფარდია.

IHS Markit-ის მონაცემებით, Pixel XL-ის (32 GB შიდა მეხსიერებით) აწყობა კომპანიას მხოლოდ 285 აშშ დოლარი უჯდება. აღნიშნულ მონაცემებში გათვალისწინებული არაა მარკეტინგი, სხვადასხვა გადასახადები, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ გაჯეტის საბაზრო ღირებულებას – 769$-ს, ფასი ნამდვილად ზედმეტად გაზრდილია.

ანალოგიური სიტუაციაა Apple – ისა და Samsung-ის შემთხვევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები