LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 23%-ით გაიზარდა

16

2016 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებიდან სულ  2,181,684 მგზავრია გადაყვანილი.  აქედან თბილისის საერთაშორისო აეროპროტით მგზავრთა 79,1%-მა ისარგებლა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტით 12,4%-მა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 8,4% მგზავრს მოემსახურა, ხოლო მესტიის აეროპორტით – 0,14%-მა.

2016 წელს საქართველოს აეროპორტების მგზავრთა ნაკადი 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 23%-ით გაიზარდა. ხოლო, 2012 წლის იგივე პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, საქართველოს აეროპორტებში ამჟამად 33 ავიაკომპანი აოპერირებს, ხოლო ავიარეისები 20 ქვეყნის 46 მიმართულებით სრულდება.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 31 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები კი 36 მიმართულებით სრულდება.

2016 წელს აეროპორტში 5 ახალი ავიაკომპანია შემოვიდა (Qeshm Air, Ata, El Al, Taban Airline, Zagros Airlines ) და 4 ახალი მიმართულება დაემატა(ისპაჰანი, დამამი, პეკინი, ბაჰრეინი).

ოქტომბერსა და ნოემბერში ოპერირებას სამი ახალი ავიაკომპანია დაიწყებს – Turkmenistan Airlines – აშხაბადი (კვირაში სამი სიხშირით); Pobeda – როსტოვი (კვირაში ორი სიხშირით); Dart – კიევი (კვირაში ორი სიხშირით).

რაც შეეხება ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის, აქ 16 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები კი 15 მიმართულებით სრულდება. 2016 წელს აეროპორტს 6 ახალი ავიაკომპანია (EL AL, Scat Airlines, Airarabia, Ata, Taban Airline, Bravo Airways) და 4 ახალი მიმართულება (აქტაუ, შარჟა, სანკტ. პეტერბურგი, თეირანი) დაემატა.

4 ავიაკომპანია  ოპერირებს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც რეისები 15 მიმართულებით სრულდება. ასევე,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია WizzAir-ის ბაზირებული თვითმფრინავი ავიარეისებს 7 ახალი მიმართულებით ასრულებს, ესენია: ბერლინი, მიუნხენი (მემმინგენი), დორტმუნდი, მილანი, ლარნაკა, სოფია.

რაც შეეხება თამარ მეფის სახელობის მესტიის ადგილობრივ აეროპორტს, 2016 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში გადაყვანილია 3,105 მგზავრი. ამ აეროპორტიდან სულ 129 ავიარეისი შესრულდა. აქედან მგზავრთა 44%  უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო;  რეისები კი ნატახტარისა და ქუთაისის მიმართულებით ხორციელდება. ნატახტარი – მესტია კვირაში 6 სიხშირით, ხოლო ქუთაისი – მესტია კვირაში 2 სიხშირით.

fortuna.ge