LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen-მა ახალი კონცეპტ-ქარი დააანონსა

17

გერმანულმა ავტომწარმოებელმა, VW Vortex-ის ფორუმზე,  ახალი კონცეპტ-ქარი დააანონსა. გავრცელებული გამოსახულების მიხედვით, Volkswagen-ის ახალი მოდელი საერთოდ ახალი სიტყვაა ავტომოტივის სამყაროში. გერმანულმა ბრენდმა მოდელი უკვე დააპატენტა ევროპულ ბიუროში EUIPO. ,,ლამაზმანის’’ ფუტურისტული სილუეტი კი ასე გამოიყურება:

რა სახელწოდებას მიიღებს მოდელი ამ ეტაპზე უცნობია. გამოსახულების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მას ვერტიკალურად მოძრავი კარი ექნება, რომელსაც ხელით გასაღები არ აქვს და 180 გრადუსით შეუძლია მოძრაობა. ასევე შესამჩნევია სარკეების უქონლობა, რასაც სავარაუდოდ კამერები ჩაანაცვლებს.

კონცეპტ-ქარის ოფიციალური ჩვენების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვცრელდება. თუმცა, როგორც ვარაუდობენ, პრეზენტაცია 2017 წლის ბოლოს უნდა შედგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები