ნინი ბადურაშვილი აქვეყნებს ჯარიმების ქვითრებს, რომლებიც არასწორი პარკირებისთვის გამოუწერეს და სპეციალურ სტატუსში აღნიშნავს, რომ თბილისში მანქანას ვეღარსად გააჩერებ.
„მუდამ პატიოსნად ვიხდი, მაგრამ მაინტერესებს, თუ ქალაქში ვეღარ ვეტევით და ვეღარსად ვერ ვაჩერებთ მანქანას, რა ვქნაააათ?“ – კითხულობს მომღერალი.
მის სტატუსს, რასაკვირველია, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. პროდიუსერი ნატო დუმბაძე წერს, რომ გამოსავალი ტექნიკური დათვალიერების შემოღებაა.
ნინი ასევე აღნიშნავს: „კოშმარი რომ ხდება ტროტუარზეც და სავალ გზაზეც, ამისთვის ბევრი პარკირების ზონა უნდა იყოს, უფრო მეტად დახაზონ და კიდევ აღარ გავაგრძელებ, ასჯერ დავწერე უკვე…“