LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს ახალმა მოდელმა ჟესტების ენა ისწავლა

17

კომპანია BMW-მ ოფიციალურად წარმოადგინა მე-5 სერიის ახალი თაობის სედანი. მოდელს ახალი დიოდური განათების სისტემა აქვს, რომელიც გაცილებით ნაკლები ენერგომოხმარებითა და უკეთესი წარმადობით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ სედანმა განახლებული მულტიმედიური სისტემაც მიიღო, რომელიც ჟესტებზე რეაგირებს.

,,ლამაზმანი” ასევე აღჭურვილია მონაცემთა გადაცემის განახლებული კოლოფით და, რაც ყველაზე მთავარია, ავტოპილოტი პარკირების ფუნქციით.

მოდელის ზომებია: სიგრძე: 4935 მმ, სიგანე: 1868 ხოლო სიმაღლე: 1466 მმ. აღნიშნული მონაცემებით იგი 36 მმ-ით გრძელია მის წინამორბედზე.

ავტომობილის კონსტრუქცია მთლიანად ალუმინისაა, რაც მის სიმსუბუქეს განაპირობებს. იგი 100 კგ-ით ნაკლებს იწონის სერიაში წარმოდგენილ სხვა მოდელებთან შედარებით.

ახალი სედანი ავტობაზარზე 2017 წლის 11 თებერვლიდან გამოჩნდება, მარტში კი მისი ჰიბრიდული ვერსიაც შესაძლოა ვიხილოთ.