LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონა რეკორდზე მიდის: ყველაზე მეტი ფული ამ სეზონში

74

”ბარსელონა” გეგმავს 2016/17 წლების სეზონში 695 მილიონი ევრო იშოვოს და კლუბის რეკორდი მოხსნას.
ოქტომბრის ბოლოს ”ბარსა” სეზონის ბიუჯეტს შეათანხმებს. ბოსების პროგნოზით, კატალონიელთა საერთო შემოსავალი 695 მილიონს შეადგენს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იქნება.
აქამდე მაქსიმალური სარგებელი 679 მილიონი ევრო იყო 2015/16 წლების სეზონში – წლიური შემოსავლები 2%-ით უნდა გაიზარდოს.

”ბარსელონას” ექსპერტები 695 მილიონი ევროს ჯამურ შემოსავალს ელოდებიან (663 მილიონი ევროს ხარჯები). გადასახადების გადახდის შემდეგ სეზონის ბოლოს კლუბის ხაზინაში 21 მილიონით მეტი უნდა დარჩეს.

ესპანეთის ჩემპიონატში 7 ტურის შემდეგ ”ბარსას” 13 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები