LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi-მ პირველი კომპაქტური RS-სედანი წარმოადგინა

45

კომპანია Audi-მ პარიზის ავტოსალონზე განახლებული საავტორო ხაზის პირველი კომპაქტური სედანი წარმოადგინა, რომელმაც ინდექსი – RS მიიღო . მოდელის კოდური სახელია – RS3. ოთხკარიანი ,,ლამაზმანი’’ გაცილებით ძლიერი ძრავით იქნა აღჭურვილი, ვიდრე მისი წინამორბედი. 2.5 ლიტრიანი ტევადობის ხუთცილინდრიანი აგრეგატი 367-დან 400 ცხენის ძალის სიმძლავრისაა. ძრავი რობოტიზებულ ტრანსმისიასთან ერთადაა წარმოდგენილი და მაქსიმალურ სიჩქარეს 4.1 წამში ანვითარებს, რაც 0.2 წამით მეტია კომპანიის ჰეთჩბექთან შედარებით. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ს შეადგენს.

RS-ვერსია 25 მმ-ით დაბალია, ვიდრე სედანი A3. ახალი მოდელი 370 მმ-იანი წინა სამუხრუჭე და უკანა 310 მმ-იანი დისკებითაა აღჭურვილი. რაც შეეხება საბურავებს, ქარხნულად ავტომობილი 19 დიუმიანი დისკებითაა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები