LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალმა პროგრამამ Play Anywhere პერსონალური კომპიუტერი და Xbox-ი გააერთიანა

47

კორპორაცია Microsoft-მა ახალი პროგრამის დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კომპანიის წარმომადგენლობის მტკიცებით, Xbox Play Anywhere იქნება ახალი სიტყვა კონსოლების ისტორიაში და იგი შესაძლებელს გახდის Xbox One-ზე შექმნილი თამაშების PC-ზე ავტომატურად გაშვებას. ამ პროგრამის წყალობით, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება რამდენიმე სახის მოწყობილობაზე თამაშების ისე გადატანის, რომ მიღწეული შედეგები არ დაეკარგოს. ყველაფერი იქნება ავტომატური და სინქრონიზებული სერვისთან – Xbox Live.

მანამ, სანამ Play Anywhere საჯაროდ ხელმისაწვდომობი გახდება, მისი “დაგემოვნება” სატესტო ფაზაში მხოლოდ თამაშ – ReCore-შია შესაძლებელი. როგორც მწარმოებლები აღნიშნავენ, მომავალში აღნიშნული ინტეგრაცია პირველ რიგში განხორციელდება შემდეგ თამაშებზე როგორებიცაა: Forza Horizon 3, Gears of War 4, Halo Wars 2, Sea of Thieves, Scalebound და Crackdown 3.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები