LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუს ტბის საბაგირო სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს

67

კუს ტბის საბაგირო სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს. როგორც “ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, ზედამხედველობის სამსახური პროცესს აკვირდება, რათა უსაფრთხოების ნაწილი  მაქსიმალურად იყოს დაცული.

“უსაფრთხოებისთვის ვაკის პარკში რამდენიმე ხე-მცენარე საჭიროებს სხვლა-ფორმირებას. ეს პროცედურები  უახლოეს დღეებში განხორციელდება და ტესტირების დასრულების შემდეგ მოქალაქეებს საბაგიროს საშუალებით გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ. ეს არის ერთ-ერთი კარგი პროექტი, რომელიც თბილისელებისთვის შექმნის უფრო მეტ კომფორტს“, – განაცხადა თბილსის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ.

კუს ტბის საბაგიროთი ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი. მშენებლობა კომპანია „ბაგირმშენმა“ განახორციელა. საბაგიროს ორივე (ქვედა და ზედა) შენობაში ინტენსიური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. შეიცვალა გამწევი ბაგირი. დამონტაჟდა საბაგირო გზის მართვის თანამედროვე პულტი.

კუს ტბის საბაგირო გზაზე თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ორი გონდოლა მოემსახურება. თითო გონდოლით 10-12 ადამიანი შეძლებს მგზავრობას, მათ შორის, ერთი მუდმივი გამცილებელი. გონდოლები შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ადაპტირებული იქნება. ველოსიპედის მოყვარულთათვის კი სპეციალური ველო-საკიდებია დამონტაჟებული. გონდოლები კაპიტალურად გარემონტდა, თუმცა ძველი იერსახე შეუნარჩუნდა.

საბაგირო გზა დღის განმავლობაში საშუალოდ 2 000-მდე მგზავრს მოემსახურება. კუს ტბის საბაგირო ზაფხულის თვეებში დილის 08:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე იმუშავებს, ზამთარში კი დილის 08:00-0 საათიდან ღამის 10:00 საათამდე.

კუს ტბის საბაგიროს რეაბილიტაცია უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საბაგირო გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი დაიხარჯება.

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები