Samsung-ი დიდი ხანია მსოფლიო ასპარეზზე ჭკვიანი მოწყობილობების წარმოებითაა დაკავებული. სტანდარტული პროდუქციის გვერდით მათი ყურადღება ექსპერიმენტული დივაისების წარმოებაზეცაა გამახვილებული. კომპანიის ბოლო Galaxy Note 7-ის შეცდომის შემდეგ, როგორც ჩანს, კორეულ მწარმოებელს გაცილებით მეტი ძალისხმევა დასჭირდება დაკარგული რეპუტაციის აღსადგენად.
2017 წლისთვის, Samsung-ი სმარტფონებისა და ჭკვიანი მოწყობილობების ახალ კლასს – Galaxy Wing -ს შემოგვთავაზებს. აღნიშნული სერია დივაის – აქსესუარების სტილში შექმნილ მოწყობილობებს გააერთიანებს. სერიის ერთ-ერთი წარმომადგენელი იქნება მაჯაზე გასაკეთებელი სმარტფონი, რომელიც იღუნება.
რა ტექნოლოგიით იქნება დამზადებული მოწყობილობა ჯერჯერობით ცნობილი არაა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მოდელი საშუალო სიმძლავრის პროცესორითა და სხვა ტექნიკური მახასიათებლებით იქნება წარმოდგენილი.