LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-მა ახალი სუპერქარი წარმოადგინა

14

კომპანია Mercedes-AMG ახალ სუპერქარს გამოუშვებს, რომელსაც ჰიბრიდული მოწყობილობა ექნება. ავტომობილი აღჭურვილი იქნება 1.6 ლიტრიანი ტურბო V6 ტიპის ძრავით, რომელიც Formula-1-ის ერთ-ერთ სპორტულ მოდელს ეკუთვნის. ამ ეტაპზე ახალი დიზაინის შემუშავება მიმდინარეობს. ამის შესახებ ავტომწარმოებელმა გამოცემა Evo-სთან განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ახალი მოდელის ძრავი მანამდე Mercedes-Benz W07 Hybrid-შიც გამოიყენეს. იგივე მოდელით Formula-1-ის მოქმედმა ჩემპიონებმა ლუის ჰემილტონმა და გერმანელმა ნიკო როსბერგმა იასპარეზეს. აპირებენ თუ არა ისინი ახალი მოდელით ასპარეზობას, ამის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ მოიძებნება.

არაა გამორიცხული, სტანდარტული ვერსიისგან განსხვავებით, სუპერქარის ძრავის ტევადობა 2 ლიტრით იქნას გაზრდილი. ასევე მოსალოდნელია აგრეგატის სიმძლავრის ცვლილებაც. კულუარული ცნობებით, Mercedes-AMG – სუპერქარის საფინალო ვერსიის ძრავის 1000-დან 1500-მდე ცხენის ძალის სიმძლავრით გაზრდას გეგმავს. რაც შეეხება მოდელის სიჩქარეს იგი 350 კმ/სთ სიჩქარით განისაღვრა, ხოლო 100 მ/სთ სიჩქარეს მოდელი 2.5 წამში განავითარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები