LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია BMW-მ ახალი როდსტერი Z4 გამოუშვა

16

კომპანია BMW-მ Z4-ის გამოშვება ჯერ კიდევ 2009 წელს შეწყვიტა, როცა 7 წლიანი გამოცდილებით, კომპანიას 115 ათასი ცალი Z4 ჰქონდა გაყიდული. ვერ ვიტყვით, რომ წარუმატებელი იყო როდსტერის გაყიდვები, თუმცა გერმანული კომპანიის გადაწყვეტილებით, მისი გამოშვება დროებით შეწყდა.

უკანასკნელი BMW Z4-ის მოდიფიკაცია sDrive35is ნამდვილად საუკეთესო როდსტერი იყო იმ დროისთვის. განახლებული, წარმოებაში ხელმეორედ ჩაშვებული Z4 აღჭურვილი იქნება სამლიტრიანი, ექვსცილინდრიანი ტვინ-ტურბო ძრავით, რომელიც 340 ცხენის ძალის სიმძლავრისა და 450 ნმ ბრუნის სისწრაფის იქნება. ძრავი მუშაობს შვიდსიჩქარიან რობოტზე. როდსტერი 100 კმ/სთ სიჩქარეს 4.5 წამში განავითარებს.

ახალი მოდელების ხილვა 2018 წლისკენ იქნება შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები