LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ყველაზე ცუდი ავტომობილი

25

ყოფილი ტელეწამყვანი და გადაცემის – Top Gear-ის მასპინძელი – ჯერემი კლარკსონი 10 ყველაზე ცუდი ავტომობილის სიას აქვეყნებს. ტელეწამყვანის ავტო-რეიტინგი ჟურნალმა – The Sunday Times-მა გამოაქვეყნა. აღნიშნულ ათეულამდე, კლარკსონმა საუკეთესო ავტომობილების ტოპი დაასახელა. აღნიშნულ სიაში მოხვდნენ ისეთი ავტომობილები, რომელთან შეხებაც ყოფილ ტელეწამყვანს პირადად ჰქონდა, თუმცა თუ არ ჩავთვლით ტექნიკურ მახასიათებლებზე ხაზგასმას, უცნობია სხვა რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა ავტორმა ახალ ათეულში შემავალი ყველაზე ცუდი ავტომობილები დასახელებისას.

რვა ავტომობილმა ათი ქულიდან კლარკსონისგან არც მეტი, არც ნაკლები – 2 ქულა მიიღო. ამ სიიდან უმეტესობას მან უაღრესად დაბალი შეფასება მისცა. საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა Nissan GT-R-ისა და მინივენის Hyundai i800 (H1)-ის მოდელები.

გთავაზობთ ყველაზე ცუდი ავტომობილების ათეულს:

  • Vauxhall Astra – 2 ქულა 5-დან (ფერი, ძრავის სიმძლავრე);

  • Infiniti Q30 – 2 ქულა 5-დან (მიზეზი – 2.2 ლიტრიანი დიზელის ძრავი);

  • Zenos E10 S – 2 ქულა 5-დან (მიზეზი – ავტომობილის ხმა)

  • Skoda Superb – 2 ქულა 5-დან (მიზეზი – ფასთან შედარებით საშუალო კლასი)

  • Renault Kadjar – 2 ქულა 5-დან

  • Seat Leon X-Perience – 2 ქულა 5-დან

  • Volkswagen Scirocco – 2 ქულა 5-დან

  • BMW X1 – 2 ქულა 5-დან

  • Nissan GT-R Track Edition – 2 ქულა 5-დან

  • Hyundai i800 (H1) – 2 ქულა 5-დან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები