LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტალის კორპუსიანი სმარტფონი მხოლოდ 195 დოლარად

13

ჩინური ბრენდი – Meizu ახალ მწვერვალებს იპყრობს. 2003 წელს დაარსებული კომპანია, რომელიც MP3 და MP4 ფლეიერების წარმოებით შემოვიდა ბაზარზე, დღეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კორპორაციაა.

კომპანიას აქვს საკუთარი სტრატეგია, რომელიც პოპულარობის ამ ეტაპზე, მომხმარებლისთვის ოპტიმალურ ფასად, მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებას გულისხმობს.

 

Meizu-ს სმარტფონები დღესდღეობით გამოირჩევა თანამედროვე სტანდარტების დაცვითა და ხელსაყრელი ღირებულებით.

ჩინური მწარმოებლის ახალი პროდუქტი მეტალის კორპუსიანი სმარტფონია, კოდური სახელით M3E, რომლის ფასიც 195$ შეადგენს. ანონსისა და მახასიათებლების შესახებ ერთ-ერთ ინტერნეტ გამოცემის საიტზე ვკითხულობთ:

,,კომპანია Meizu-მ ახალი სმარტფონი დააანონსა, რომელიც საშუალო დონის პროცესორითა (Helio P10) და მეტალის კორპუსით იქნება წარმოდგენილი. მოწყობილობას საკმაოდ მძლავრი 4100 მილი-ამპერ საათიანი Li-Ion-ის ბატარეა ექნება, რომელიც წარმადობითა და ენერგო მოხმარებით არ ჩამოუვარდება სხვა კომპანიების მიერ შექმნილ მასზე ძლიერ მოდელებს. გაჯეტი აღჭურვილია 5.5 დიუმიანი FullHD დისფლეით, 3 GB ოპერატიულითა და 32 GB-იანი შიდა მეხსიერებით, ასევე MicroSD მეხსიერების ბარათით. კამერა შეადგენს 13 MP რომელსაც f/2.2 დიაფრაგმითაა წარმოდგენილი, ხოლო წინა კამერა 5 მეგაპიქსელიანი ლინზით განისაზღვრა. მოწყობილობას ექნება ანაბეჭდების სენსორიც.”

ახალ მოდელზე წინასწარი შეკვეთების რაოდენობა 3 მილიონს აჭარბებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები