ლებრონ ჯეიმსმა ”კლივლენდთან” სარეკორდო კონტრაქტი გააფორმა.სამ წელიწადში კალათბურთელი 100 მილიონ დოლარს მიიღებს.
ხუთშაბათს ლებრონ ჯეიმსმა გულშემატკივრებს ვიდეომიმართვა გაუგზავნა და გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ამცნო.
ESPN-მა თქვა, რომ ლებრონის კონტრაქტი 100-მილიონიანია და ამგვარად NBA-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდება.
მეორე სეზონში (2017/18) ჯეიმსის ხელფასი 33 მლნ დოლარს მიაღწევს, რაც ლიგის რეკორდი იქნება.
ლებრონ ჯეიმსი NBA-ს სამგზის ჩემპიონი და ოთხგზის MVP-ია. მას 12-ჯერ აქვს ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობა მიღებული.