LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიყვარს, როდესაც მას შიშველს ვხედავ“ – კიმი და კანიე ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ (ფოტოები)

27

კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა Harper’s Bazaar-ის ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა, რომლის ავტორიც თვით კარლ ლაგერფილდი იყო. საკმაოდ თამამ ფოტოსესიას წინ მათი ინტერვიუ უძღვის, სადაც ცნობილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს სიყვარულში უტყდება.

„მე მიყვარს მისი შიშველი სელფები. ერთნაირად მომწონს ფოტოები წინიდან და უკნიდან, მიყვარს, როდესაც მას შიშველს ვხედავ. ზოგადად, მისი სიშიშვლე მიყვარს. მომწონს მისი ლამაზი ფორმები. ფაქტობრივად, ეს არის რენესანსი, ხელოვნების თანამედროვე ნიმუში. კიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფიგურა. დაფარო ასეთი ფორმები – იგივეა, რომ ადელმა სიმღერა შეწყვიტოს“, – აღიარა კანიემ.

ჟურნალისტმა კიმს და კანიეს ერთმანეთის სხეულის საყვარელ ნაწილებზე საუბარი სთხოვა. პასუხი ამ შემთხვევაში ერთნაირი აღმოჩნდა – ცოლ-ქმარს ერთმანეთის მკერდი მოსწონს. კიმმა დაამატა, რომ ძალიან მოსწონს კანიეს ფეხები.

„რაც შეეხება ჩემს სხეულს, ყველაზე მეტად მუცელი მომწონს. როდესაც ორსულად არ ვარ, მაქვს პრესი, ორი კუბიკი“, – სიცილით განაცხადა მისის უესტმა.

2016177-bazaa0

2016177-bazaa03

2016177-bazaa04

2016177-bazaa05

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები