„მანჩესტერის“ თავდამსხმელი ანტონი მარსიალი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს.
ფორვარდი 47.3 მილიონ ევროდ ფასდება.
Soccerex კვლევა შეფასების სპეციალურ ინდექს ეყრდნობოდა. საუბარია 1995 წლის 1 ივლისამდე დაბადებულ ფეხბურთელებზე. ანგარიშის თანახმად, ფრანგი, რომელიც „იუნაიტედმა“ გასულ ზაფხულს 36 მილიონ ფუნტად იყიდა, ახლა 39.7 მილიონ ფუნტად ფასდება. ეს მარსიალს 21 წლამდე ბიჭებს შორის პლანეტაზე ყველაზე ძვირადღირებულს ხდის.
Soccerex-ის ვერსიით 10 ყველაზე ძვირფასი U21 ფეხბურთელები არიან:
ანტონი მარსიალი (მანჩესტერ იუნატედი) – 39,7 მლნ ფუნტი
ლეროი სანე (შალკე) – 37,13 მლნ
რენატუ სანჩესი (ბაიერნი) – 34,55 მლნ
დელე ალი (ტოტნჰემი) – 34,14 მლნ
კინგსლი კომანი (ბაიერნი) – 30,69 მლნ
ბრელ ემბოლო (შალკე) – 25,44 მლნ
მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნატედი) – 22,51 მლნ
მაკს მაიერი (შალკე) – 21,64 მლნ
კელეჩი იჰეანაჩო (მანჩესტერ სიტი) – 20,07 მლნ
იულიან ვაიგლი (ბორუსია) – 19,82 მლნ