LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW 2018 წელს Formula-E-ში მონაწილეობას გეგმავს

27

ბოლო პერიოდში კომპანია BMW აქტიურად თანამშრომლობს Formula-E-ს ჯგუფთან, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანულ ბრენდს გადაწყვეტილი აქვს მონაწილეობა მიიღოს Formula-E-ს მიერ გამართულ 2018 წლის აქტივობებში.

ამის შესახებ BMW-ს საგზაო მონიტორინგის დირექტორმა იენს მარკვარდმა გამოცემა Motorsport-თან ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემასთან ინტერვიუმდე მარკვარდმა დაადასტურა კომპანიის თანამშრომლობა ერთ-ერთ ჯგუფთან, რომელიც Andretti-ის სახელითაა ცნობილი და ასევე Foruma-E-ს აქტივობაში ჩართვაც დააანონსა.

გერმანული ავტომწარმოებლისა და Andretti-ს გაერთიანებით შექმნილი ჯგუფის სახელი ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა.

ერთადერთი, ცნობილია მათი გაერთიანება, როგორც ერთი წარმომადგენლისა, ხოლო დამატებითი ინფორმაციის სახით, მარკვარდმა განაცხადა, რომ BMW საინჟინრო საქმიანობებშიც აქტიურად ჩაერთვება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები