LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელი მოგზაური Volkswagen–ით მაგადანიდან ლისაბონამდე 6 დღეში ჩავიდა

18

გერმანელი მოგზაური რეინერ სითლოუ, Volkswagen Touareg-ით  მაგადანიდან ლისაბონამდე 6 დღესა და 9 საათში ჩავიდა. თავდაპირველი გამოთვლებით, მოხალისემ კონკრეტული მარშრუტი 8 დღეზე გათვალა, რაც მცდარი ვარაუდი აღმოჩნდა.

რაინერს თან ახლდა ეკიპაჟი, რომელშიც მეორე პილოტი – მარიუს ბილა და რუსი ჟურნალისტი პიოტრ ბაკანოვი იყვნენ. რეინერ სითლოუს საერთო განვლილი მარშრუტის მანძილი 15,225 კილომეტრით განისაზღვრა. მან გაიარა რამდენიმე ქვეყანა (პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და სხვა) და აღნიშნულ ქალაქში 6 დღის შემდეგ ჩავიდა. ყველაზე ძნელი მონაკვეთი განსაზღვრულ მარშრუტში პირველი 3000 კილომეტრი იყო, გზა იყო განსაკუთრებით რთულად სავალი.

 

Tuareg-ის ტექნიკური მახასიათებლებიდან აღსანიშნია მისი 225 სიძლიერის სამლიტრიანი, დიზელის ძრავი, რომელიც სპეციალურად იქნა შემუშავებული, გაძლიერებული უსაფრთხოების ელემენტები, დამატებითი ფარები და ორი სარეზერვო საწვავის ავზი.