LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი 9 ივლისს გაიხსნება

58

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი შაბათს, 9 ივლისს გაიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე გადაერთვება.

საუბარია ქუთაისის შემოვლით გზაზე – სამტრედის 9 კილომეტრიან და   სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე.

ახალ საგზაო მონაკვეთს, ოფიციალურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი გახსნიან.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინიტროში აცხადებენ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა გაზრდის  ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები