როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში კომპანია Lenovo ახალ სმარტფონს Moto Z Play-ს წარმოგვიდგენს.
კომპანია Lenovo არც თუ ისე დიდი ხნის წინ, Motorola-ს მფლობელი გახდა.
მწარმოებლის რებრენდინგი არ შეეხო Motorola-ს სმარტფონების სტილისტიკას. დიზაინისა და Android-ის სუფთა ვერსიის შენარჩუნებით, Lenovo-მ მოახერხა Motorola-ს ფანების გულის მოგება და გაყიდვების მაჩვენებლების შენარჩუნება.
ეს იქნება განახლებული Motorola-ს კიდევ ერთი მოდელი, რომელიც 2016 წლის მე-2 ნახევარში გამოჩნდება ბაზარზე.
აღნიშნული ინფორმაცია AnTuTu benchmark-მა და დისტრიბუტორმა Zauba-გაავრცელა.
Moto Z Play არ იქნება 6 ინჩიანი სმართფონი, მისი დიაგონალის ზომა შეადგენს 5.5 ინჩს გაფართოებით: 1920 x 1080 პიქსელზე, რვა ბირთვიანი Snapdragon 625 Qualcomm-ის პროცესორით, გრაფიკული ამაჩქარებლით – Adreno 506 და სავარაუდოა, ოპერატიული მეხსიერება შეიცვლება შიდა მეხსიერების მიხედვით.
2 გიგაბაიტი ოპერატიულის სმართფონები აღჭურვილი იქნება 16 GB შიდა მეხსიერებით, ხოლო 3 გიგაბაიტი ოპერატიულით წარმოდგენილი იქნება 32 GB-იანი, შიდა მეხსიერების მქონვე ვერსიები.
სმართფონის ძირითადი კამერის გარჩევადობა შეადგენს 16 მეგაპიქსელს, ხოლო წინა კამერის გარჩევადობა იქნება 5 მეგაპიქსელი. ორივე კამერას ექნება ავტოფოკუსი და ოპტიკური სტაბილიზაცია.
ბატარეა კი განისაზღვრა 3500 მილი ამპერ-საათით. ოპერაციული სისტემა კი სტანდარტულად Android 6.0.1 Marshmallow იქნება.