LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კმარა რუსეთი: კვირკველიას რუბინიდან წასვლა უნდა

24

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს სოლომონ კვირკველიას ამჟამინდელი კლუბის ყაზანის „რუბინის“ დატოვება სურს. ამის შესახებ რუსულმა პრესამ დაწერა და ფეხბურთელის აგენტის სიტყვები მოიყვანა.

„სოლომონს სურს „რუბინიდან“ წასვლა. რუსეთში მხოლოდ „ზენიტის“ და „სპარტაკის“ წინადადებებს განვიხილავთ“, – თქვა ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა რეზო ჩელებაძემ, რომელიც კვირკველიას აგენტია.

„არანაირი წინადადება არ მიმიღია, მაგრამ სოლომონს სურს ყაზანიდან წასვლა. მას აქვს სურვილი უფრო ძლიერ გუნდში ითამაშოს. პრიორიტეტია იტალიური და გერმანული კლუბები. პრობლემა ისიცაა, რომ „რუბინმა“ გამოსასყიდ თანხად ბევრი დააწესა – 10 მილიონი ევრო. შესაძლოა, ამის გამოც არ არის წინადადებები“, – განაცხადა ჩელებაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები