გამოჩნდა ცნობები ახალი HTC-ის სმარტფონების შესახებ, რომელიც როგორც ჩანს Google-ის Nexus დივაისების კლასს განეკუთვნება.
ახალი ნექსუსების კოდური სახელებია M1 ან Marlin და Sailfish, რომელიც იქნება Nexus 5x-ისა და Nexus 6p-ის კლასის წარმომადგენელი.
ახალი ნექსუსების ავთენტურობა, Nexus Marlin-ის Benchmark-ის ტესტირების გვერდზე გამოჩენით დასტურდება.
როგორც ცნობილია, ახალი დივაისები გამოვა Android-ის ახალი ვერსიით Android Nougat (7.0), რომელიც ამჟამად საფინალო ეტაპებს გადის.
რაც შეეხება მოწყობილობის ტექნიკურ მახასიათებლებს:
ახალი Nexus Marlin აღჭურვილი იქნება 5.5 დიუმიანი, Amoled დისფლეით, გაფართოებით 2560 x 1440, ასევე 4 ბირთვიანი პროცესორით 1.6 Ghz, რომელიც იქნება Snapdragon 820 ტრადიციულად Qualcomm-ისგან, ხოლო ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 4 GB-ს.
ნექსუსების შიდა მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა მუდმივად შეუძლებელი იყო, რაც ამჯერადაც სტანდარტულად იგივენაირად დარჩა. ახალი დივაისების ვერსიების მინიმალური ტევადობა დაიწყება 32 GB-იდან. მაქსიმალური ტევადობა კი განისაზღვრება 128 GB-ით.
დივაისებს ექნება სტანდარტული, ფლაგმან მოდელის ყველა დადებითი თვისება: დაწყებული სწრაფი დატენვის ფუნქციიდან, გაგრძელებული ანაბეჭდის სენსორით, 12 ცენტრალური და 8 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერითა და ძლიერი ბატარეით, რომელიც შეადგენს 3450 mAh-ს.