LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota Camry – ყველაზე ამერიკული ავტომობილი

112

გამომცემლობამ Cars.com შეაჯამა ყოველწლიური ანგარიში ”American-Made”, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებულ ყველაზე პოპულარულ მოდელებს ეხება.

,,ყველაზე ამერიკულ მოდელების’’ რეპორტში მოხვდა ისეთი მოდელები, რომლებიც აშშ-ს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება.

წელს, რეიტინგში მოხვდა მხოლოდ 8 მოდელი, აქედან 5 მოდელი როგორც ჩანს იაპონური კომპანიის წარმოებული იყო, ხოლო 3 ამერიკული.

ყველაზე ამერიკული მოდელების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

 

ადგილი

 

მოდელი
1 Toyota Camry
2 Honda Accord
3 Toyota Sienna
4 Honda Odyssey
5 Honda Pilot
6 Chevrolet Traverse
7 GMC Acadia
8 Buick Enclave

 

Cars.com-ის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ მეორე წელს ’’ყველაზე პოპულარული ამერიკული მანქანები’’-ს რეიტინგში შეიძლება რადიკალურად სხვა სია დაგვხვდეს, თუმცა, ამ ეტაპზე უკვე მეორედ ლიდერი – Toyota Camry-ა, რომელსაც, როგორც ჩანს, ამერიკელი ხალხი ნდობის თვალით უყურებს.

ესაა ყველაზე პრაქტიკული მოდელია, რომელიც კომფორტულია – როგორც სტანდარტული გადაადგილებისთვის, ასევე შორი მოგზაურობებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილების სია ყოველწლიურად იცვლება. 2015 წელს ამერიკული ბაზრის სტატისტიკა მხოლოდ 7 ყველაზე გაყიდვად და პოპულარულ ავტომობილს შეიცავდა, 2016 წელს კი მათი რიცხვი მხოლოდ 1-ით გაიზარდა. ვარაუდობენ, რომ 2017 წლისთვის, აღნიშნული ს რიცხვი 10-ს არ გადააჭარბებს.

(2010 წელს, მსგავს რეიტინგში 29-მდე მოდელი დასახელდა, მას შემდეგ კი ტოპში შემავალი ავტომობილების რიცხვი, ბაზარზე ბევრი ახალი მოდელის გამოჩენით განახევრდა)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები