LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin-მა უნიკალური საგზაო როდსტერი ააგო

45

კომპანია Aston Martin-მა ახალი სუპერქარის – Vantage GT12-ის დეტალები გაამჟღავნა, რომელიც ერთადერთ ეგზემპლარად გამოდის. როდსტერის სახალხო პრემიერა სიჩქარის ფესტივალზე, გუდვუდში შედგება.

Aston Martin Vantage G12 Roadster აგებული იქნა ერთ-ერთი ბრიტანელი კლიენტის სპეციალური მოთხოვნით, რომლის სახელსაც კატეგორიულად ასაიდუმლოებენ. თავდაპირველად შემკვეთს კუპეს აგება უნდოდა, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ უნიკალური როდსტერი უფრო ერგებოდა მის გემოვნებას. ამ უცნაურ ადამიანს საკმაო თანხის გადახდა მოუხდა საიმისოდ, რომ ამ მოდელის უნიკალურობა მის უტირაჟო წარმოებაში ყოფილიყო. შესაბამისად ის ერთადერთია ამ კლასში, ამ სახლით.

Aston Martin Vantage GT12 Roadster-მა მიიღო იგივე ტექნიკური მახასიათებლები, რაც კუპემ. მისი ტექსტურა არის მთლიანად ტიტანისგან დამზადებული, რომელიც სპეციალურადაა მოდელისთვის ადაპტირებული. დიფერენციალი კი უკანა ხიდისკენაა გადატანილი, იგი აღჭურვილია ნახშირბადის კერამიკული სამუხრუჭე მექანიზმით – Brembo.

როდსტერი აღჭურვილია 5.9 ლიტრიანი ატმოსფერული აგრეგატით V12, რომელიც 600 ცხენის ძალის სიძლიერის სიმძლავრისაა და გააჩნია ბრუნის 625 ნმ.

მოდელის ძრავი შემუშავებულია სპეციალური რობოტით, იტალიური მწარმოებლის Graziano-ს მიერ. დინამიკური მახასიათებლები ჯერ-ჯერობით ბოლომდე ცნობილი არაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები