1,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ”კლივლენდ კავალიერსის” საჩემპიონო აღლუმში, რომელიც ნბა-ის 2015-2016 წლების სეზონის გამარჯვებას მიეძღვნა.
– წინასწარი მონაცემებით, საჩემპიონო აღლუმში 1,3 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კლივლენდ, გვიყვარხარ! – წერია კლუბის პოსტში.
შეგახსენებთ, ”კლივლენდი” ნბა-ის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. ფინალურ სერიაში ის მოქმედ ჩემპიონ ”გოლდენ სტეიტთან” 1:3-ს აგებდა, თუმცა სერიის შემობრუნება მოახერხა და 4:3 გაიმარჯვა.
https://www.youtube.com/watch?v=R-Zw5yf_02w