LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Alfa Romeo ახალ სედანზე მუშაობს

24

კომპანია Alfa Romeo ახალ სედანზე მუშაობს, რომელიც მათ მიერ გამოშვებულ მოდელზე, სახელწოდებით Giulia – კლასობრივად უკეთესი იქნება.

კონკრეტულად კი, სედანი ფაქტიური კონკურენტი გახდება ისეთი საავტომობილო ხაზების, როგორებიცაა BMW 5-Series და Mercedes-Benz E-Class.

Alfa Romeo-ს ახალი სედანი იმუშავებს დიზელის აგრეგატზე – V6-ზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ძრავი იტალიური კომპანიისთვის პირველი იქნება. ინფორმაცია აღნიშნულ სიახლეზე ოფიციალურად გამოცემა Auto Express-თან თავად ჰაროლდ უესტერმა გააკეთა.

მოსალოდნელია, რომ სედანი არაუგვიანეს 2018 წელს გამოჩნდება. მოდელი აგებული იქნება ახალი შასით, რომელიც დანერგილი იყო ჯერ კიდევ მოდელი ’’Giulia”-სთვის. ძრავის ტევადობა განისაზღვრება 2.2 ლიტრით და  150-დან 180-მდე ცხენის ძალის სიმძლავრით იქნება წარმოდგენილი.

ასევე არაა გამორიცხული კომპანიამ განიხილოს 200 ძალის მქონე ბენზინის აგრეგატი.

უესტერის აზრით, მოლოდინების მიუხედავად ამ ტიპის ძრავს ჯერ კიდევ არ უჩვენებია სათანადო პოტენციალი, სწორედ ამიტომ, მეტად სავარაუდოა, რომ მისი მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელიც 250-მდე გაზრდილი ძალის მაჩვენებლით იქნება წარმოდგენილი, სედანის შედარებით უფრო დიდ ვარიანტში დაინერგოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები