LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუთ წელიწადში Harley-Davidson ელექტრო ბაიკს გამოუშვებს

61

ამერიკული კონცერნი Harley-Davidson Motor Company ისევ განიხილავს ელექტრო მოტოციკლის  შექმნის იდეას. კომპანიის წარმომადგენლების შეფასებით პროექტის განხორციელება მაქსიმუმ ხუთ წელიწადში იქნება შესაძლებელი. იდეის ავტორებმა თავი შეიკავეს ზედმეტი დეტალების გახმაურებისგან, თუმცა აღნიშნეს, რომ სწორედ ელექტრო ბაიკის წყალობით გეგმავენ ახალგაზრდების მიზიდვას და კლიენტების რიცხვის გაზრდას.

პროექტი LiveWire, რომელიც Harley-Davidson-მა თავდაპირველად წარმოადგინა, მალევე დაიხურა. მთავარ მიზეზად სუსტი ძრავა დასახელდა, რაც კომპანიის აზრით ვერცერთ შემთხვევაში ვერ დააკმაყოფილებდა მყიდველს. თუმცა, კომპანიამ ძალიან სწრაფად დაიწყო ელექტრო მოტოციკლების განვითარების განყოფილებაში პერსონალის აყვანა.

აღსანიშნავია, რომ Harley-Davidson-ის მსგავსად, მოტოციკლების სხვა ცნობილმა მწარმოებელმაც განაცხადეს ელექტრო მოტოციკლის შექმნის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები