LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატზე უცხოელებს არ უშვებს

33

საფრანგეთის ხელისუფლებამ 3 ათას უცხოელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის თქმით, აღნიშნული ზომები ევრო 2016-სთვისაა მიღებული.

”ევრო 2016-ის ჩატარებისთვის საფრთხეს არა მარტო ტერორისტები წარმოადგენენ, არამედ საფეხბურთო ხულიგნებიც, – Tass-ს მოჰყავს კაზნევის სიტყვები, – ამასთან დაკავშირებით შევადგინეთ იმ პირთა სია, რომლებსაც აკრძალული აქვთ საფრანგეთში შემოსვლა ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს.”

”ყველანაირად შევუშლით ხელს ხულიგნების მოქმედებებს როგორც სტადიონებზე, ასევე ქალაქში არსებულ ფან-ზონებშიც’’, – აღნიშნა პოლიციის ხელმძღვანელმა ანტუან ბუტონემ , რომლის ქვედანაყოფს სპორტულ ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა აკისრია.

როგორც ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტმა განმარტა, ჩემპიონატზე სამართალდამცველები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ რამდენიმე შეხვედრას. ესენია: ინგლისი-რუსეთი (11 ივნისი, მარსელი), თურქეთი-ხორვატია (12 ივნისი, პარიზი), გერმანია-პოლონეთი (16 ივნისი, პარიზი), ინგლისი-უელსი (16 ივნისი, ლანსი) და უკრაინა- პოლონეთი (21 ივნისი, მარსელი).

ჩემპიონატი 10 ივნისს პარიზში იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები