LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენზემა: რასიზმის მსხვერპლი ვარ!

26

როგორც ცნობილია, მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კარიმ ბენზემა, წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა იგი ეროვნული ნაკრების განაცხადს მიღმა დატოვა. მიზეზი, რამდენიმე თვის წინ მომხდარი ცნობილი სექსუალურ სკანდალია, რომელიც „ლიონის“ ნახავარმცველ მატიო ვალბუენას შანტაჟს ეხება(ვალბუენას უცხო პირი დაუკავშირდა და 150 000 ევრო მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სექსუალური ხასიათის ჩანაწერების გავრცელებით დაემუქრა.როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ეს ვიდეო უცხო პირს სწორედ ბენზემას წყალობით ჩაუვარდა ხელში), რის გამოც მადრიდის “რეალის” ფორვარდის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღიძრა. ნოემბერში ბენზემა საფრანგეთის პოლიციამ შანტაჟის ბრალდებით დააკავა კიდეც, თუმცა დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ნაკრების განცხადს მიღმა დარჩენით განაწყენებულმა ფეხბურთელმა, მწვრთნელის გადაწყვეტილებას რასისტული უწოდა. ბენზემას თქმით, იურიდიული კუთხით მისთვის სასჯელი არ გამოუტანიათ, სპორტული თვალსაზრისით კი, ნაკრებში მისი არგამოძახება ყოველგვარალოგას მოკლებული.
ფეხბურთელის განცხადებით დეშამზე ზემოქმედება საფრანგეთის რასისტულად განწყობილმა მაღალჩინოსნებმა მოახდინეს.

ბენზემას აღნიშნულ კომენტარს ერთ-ერთი პირველი, საფრანგეთის ეროვნული კრების დეპუტატი, ნაციონალისტური შეხედულებებით ცნობილი ლე პენების ოჯახის წარმოამდგენელი მარიონ ლე პენი გამოეხმაურა(ჟან-მარ ლე პენის შვილიშვილი და მარინ ლე პენის დის შვილი). სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ლე პენმა შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: „თუ ბენზემას თვლის, რომ მას საფრანგეთში უასმართლოდ ექცევიან, შეუძლია წავიდეს ალჟირში და იქ ითამაშოს ფეხბურთი“. ბენზემა საფრანგეთში დაბადებული ალჟირელი ემიგრანტების შვილია.

ლაკონიური იყო საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი(წარმოშობით ესპანელი) მანუელ ვალსი: „საფრანგეთი არ ირჩევს ფეხბურთელებს ეროვნულ გუნდში კანის ფერის და ეთნიკური წამომავლობის მიხედვით. ბენზემას გამონათქვამები შორსაა ჭეშმარიტებისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები