LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 5 საუკეთესო ბაღი თქვენი სასიამოვნო დასვენებისთვის

19

ნელ-ნელა ახლოვდება შვებულებების სეზონი და ტემპერატურის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნაც ტურისტულ საგზურებზე. სამუშაოსგან გადაღლილი ადამიანები, არდადეგების მოწყობას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ, ზოგს მოგზაურობა უყვარს, ზოგს ქალაქგარეთ დასვენება, ზოგს ზღვა და ზოგსაც მთა. თუ თქვენ მოგზაურობას გეგმავთ და თან მყუდრო ქალაქები გიზიდავთ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. გთავაზობთ მსოფლიოს 5 საუკეთესო ბაღს თქვენი დასვენებისთვის.

ვილა-დ’ესტე, იტალია

ვილა-და’ესტე, რომელიც ტბა კომოს გადაჰყურებს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სტუმრობითვის. ვილა 152-მდე სასტუმრო ტიპის ოთახს ითვლის  და ის 1538 წელს ააშენეს კარდინალი ტოლომეო გალიოსთვის და მისი გამწვანებული ბაღიც ამ დღიდან არსებობს. გაიარეთ მოცელილ მინდორზე, სურნელოვანი ყვავილებსა და ნარგავებს შორის.  2001 წლიდან ვილა-დ’ესტე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრებოის ძეგლთა სიაშია.

 

villa-deste

 

დეღინაკი, საფრანგეთი

დორდონის გულში არსებული ბაღი საფრანგეთისა და მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ადგილებს შორის მოიხსენიება. ის უკვე 500 წელია, რაც ერთ ოჯახს ეკუთვნის და გარშემორტყმულია ისტორიული სამამულო სახლით. ბაღი დაყოფილია შვიდ ნაწილად და აქვს მომაჯადოებელი ხედები ბოსტანზე.

 

eyrignac_eric_sander-fournil_2

 

ბილტმორის მამული, ჩრდილოეთ კალიფორნია, ამერიკა

ვანდერბილტების ოჯახი ერთ-ერთი მდიდარი დინასტია იყო ამერიკის ოქროს ხანის პერიოდში. 1880-იან წლებში, ჯორჯ ვაშინგტონ ვანდერბილტმა 8,000 აკრზე ბილტმორის მამულისა და მისი მდიდარი შატოს სტილის სასახლის შენება დაიწყო, რომელიც დღესაც ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე დიდ კერძო სახლად ითვლება. თანდათან მიწებით შემორტყმული მამული ყველაზე შთამბეჭდავ ბაღად გადაიქცა. აქ რამდენიმე განსხვავებული ადგილებია დასარჩნად, მაგრამ ორსაწოლიანი კოტეჯები, რომელიც 1896 წელს აშენდა, მაინც ყველაზე მიმზიდველად ადგილად ითვლება მამულში.

 

biltmore

 

მამუნია, მაროკო

სერ უინსტონ ჩერჩილს უამრავი ბედნიერი წუთი გაუტარებია ამ ადგილას. მაღალი პალმისა და ფორთოხლის, 700 წლის ზეთისხილის ხეები და დასათრობი სურნელი ვარდის ბუჩქებიდან. მამუნია საჩუქარი იყო პრინც მამუნის, რომელსაც მამამ, სულთან მუჰამედ მესამემ აჩუქა. ლეგენდარული სასტუმრო 1923 წელს ააშენეს და 2009 წელს გადააკეთეს. სასტუმროს აგრეთვე დაემატა საცურაო აუზი, ჩაის სახლი და მაროკო ნაციონალური რესტორანი.

 

mamounia

 

ნიუ-ოტანის სასტუმრო, ტოკიო

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ტოკიოს ქუჩებთან მდებარეობს მის ბაღებში მაინც სიმშვიდე სუფევს. ბაღები, რომელიც დაახლოებით 400 წლისაა, სამურაი ლორდ კატო კიომასას რეზიდენციის ნაწილი იყო. 1964 წელს, ადგილობრივმა ბიზნესმენმა იონეტარო ოტანიმ სასტუმრო ააშენა და ბაღებს რესტავრაცია ჩაუტარა. აქ არის ტაიკობაშის წითელი ხიდი, ექვსი მეტრის ჩანჩქერი და ლამაზად გაფორმებული ბაღები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები