ბრენდი Mercedes Benz მუდმივად თვალ-ყურს ადევნებს თანამედროვე ტრენდებს, ამიტომ გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ მისი ახალი სარეკლამო კამპანია ისეთი საკითხით დაინტერესდა, როგორიც არის იდეალური სელფი.
კომპანიამ გამოუშვა რგოლი, რომლის მთავარი გმირებიც მოდის ბლოგერი ჯეინ მინი და მარკა Brioni -ს კრეატიული დირექტორი ჯასტინ ო’შინი არიან. ჯეინი მთელი ძალით ცდილობს კარგი ფოტოს გადაღებას, ჯასტინი კი მას ეხმარება. ის ყვება, როგორ გადაიღოთ სელფი და გოგონებს ურჩევს, რაკურსი, შუქი და ფონი სწორედ შეარჩიონ და აუცილებლად გამოიყენონ სელფის ჯოხი. შედეგი უჩვეულო გამოდის.