LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომოყვარულების ყველაზე ცნობილი ცრურწმენები

18

ცრუმორწმუნეები პარასკევს, რომელიც 13 რიცხვს ემთხვევა, განსაკუთრებულ მისტიკურ დღედ მიიჩნევენ, რომელსაც მხოლოდ მარცხი და წარუმატებლობა მოაქვს. ავტომოყვარულებსაც აქვთ თავისი ცრურწმენები, რომელთა შორის ზოგი საღ აზრსაა მოკლებული, ზოგი კი, უბრალოდ გაუგებარია.

  1. მანქანის ნომერი ციფრებით 666 – ცუდის ნიშანია, რადგან ითვლება, რომ ასეთი ციფრები მხოლოდ ნეგატიურ ენერგიას იზიდავენ.
  2. არ შეიძლება მანქანის სალონში, მის გაყიდვაზე საუბარი. ცრუმორწმუნე ავტომოყვარულების აზრით, მანქანა ”იგრძნობს” რომ მისი თავიდან მოშორებას აპირებთ და ისეთ პრობლემებს შეგიქმნით, რომ ვერსდროს შეძლებთ მისი გაყიდვას.
  3. ავტომობილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახელი, რადგან ბევრის აზრით მას სული და თავისი ხასიათი აქვს.
  4. არ ღირს საკუთარი ავტომობილის ნაწილების, ავარიაში დაზიანებული მანქანის ნაწილებით გამოცვლა, რადგან ცრუმორწმუნეების აზრით, ისინი ცუდ ენერგეტიკას ინარჩუნებენ და ახალ ავტო-საგზაო შემთხვევებს იზიდავენ.
  5. ავტომობილის ფანჯრიდან ნაგვის გადაყრას – ჯარიმა მოაქვს. ბევრისთვის ეს, არა ცრურწმენა, არამედ დაუწერელი კანონია.
  6. ავტომობილის გარეცხვას აუცილებლად წვიმა მოჰყვება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთადერთი ცრურწმენაა, რომელიც ყველანაირი რაციონალური ახსნის გარეშე, მართლაც მოქმედებს.
  7. ბევრი იმ ნივთს ინახავს, რომელიც საბურავის გახეთქვის მიზეზი გახდა, რადგან თვლის, რომ ის საბურავებს შემდგომი დაზიანებისგან დაიცავს.
  8. არ შეიძლება ავტომობილის ფოტოგრაფირება, რადგან ცრურწმენის თანახმად ეს აუცილებლად გახდება მისი დაკარგვის – სერიოზული ავარიის ან მოპარვის მიზეზი.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები