ლოს-ანჯელესში, ქალაქ პასადენაში გამართულ ბიონსეს კონცერტზე ქლოე კარდაშიანმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. ჩაცმულობით რეალითი-შოუს ვარსკვლავმა თავად ბიონსე დაჩრდილა, როცა ტანზე მომდგარი ელასტიური ბოდეთი გამოჩნდა ფოტოგრაფებთან. მას თან ახლდა ქორთნი კარდაშიანიც, რომლის ვიზუალიც ხლოეს ფონზე, ნაკლებ საინტერესო ჩანდა. მაღალყელიანი ჩექმით, რომლის ღირებულებაც 453 ფუნტი სტერლინგია, ხლოე საოცრად ვულგარულად გამოიყურებოდა. ის ისე დაიღალა პაპარაცების ყურადღებით, რომ სახეზე ჩანთაც კი აიფარა.
თავად ბიონსე ფანტასტიურად გამოიყურებოდა მბზინავ თეთრ ბოდეში, თუმცა მისი ჩაცმულობა უკვე ნაკლებ საინტერესო იყო ხლოე კარდაშიანის ფონზე.