LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამას კიდევ ეგ უნდოდა: ლესტერის მფლობელმა კაზინოში მილიონები მოიგო

13

„ლესტერის“ მფლობელმა კაზინოში 3.2 მილიონი ევრო მოიგო, რომელიც პრემიერლიგაში თავისი გუნდის ჩემპიონობას აღნიშნავდა.
არადა, ვიჩაი შრივადხანაპრაბხა ლას ვეგასში (ლესტერის ბიჭებთან ერთად) ჯერ არ წასულა.
კლუბის მფლობელმა 2.5 მილონი ფუნტი ადგილობრივ კაზინოში მოიგო.
შეგახსენეთ, რომ თავის გმირ ფეხბურთელებს მოულოდნელი ჩემპიონობის აღსანიშნავად „მერსედესის“ ჩუქებას და გასართობად ლას-ვეგასში გამგზავრებას დაპირდა.
„ფორბსის“ ცნობით, ტაილანდელი მილიარდერის ქონება 3.1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები