LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Honda Avancier – ავტომობილი, რომელმაც მსოფლიო გააოცა

14

იაპონურმა ავტოგიგანტმა Honda პეკინის ავტოსალონზე, (Beijing Auto Show 2016) ახალი ავტომობილის Avancier პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც სპეციალურად ადგილობრივი ბაზრისთვის დამზადდა.

როგორც ამბობენ, ახალი ავტომობილი კომპანიის ყველაზე პოპულარულ მოდელზე CR-V ერთი საფეხურით მაღლა დგას, მისი რეალიზაცია კი წლის ბოლოს იგეგმება.

Honda-ს ახალი კროსოვერი Concept D-ს ბაზაზე დამზადდა, რომლის დებიუტიც შანხაის ავტოსალონზე შედგა.  მის კაპოტვეშ მოთავსებულია 2.4 ლიტრიანი ატმოსფერული ძრავი, თუმცა, ხელმისაწვდომი იქნება 2.0 ლიტრიანი, VTEC-ის ძრავიც.

გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ Honda აპირებს გამოუშვას კროსოვერის ჰიბრიდული ვერსიაც, რომელიც 2017 წელს გამოჩნდება. კომპანიაში არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ავტომობილი ევროპის ან აზიის ბაზაზე გაიყიდოს…

 

3

2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები